თურქმა სამართალდამცავებმა 90 არალეგალი ქართველი დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა 90 არალეგალი ქართველი დააკავეს

ანტალიის პოლიციამ 90 არალეგალი ქართველი დააკავა.  თურქული მედიის ინფორმაციით, არალეგალების უმრავლესობა ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩავიდა, თუმცა ისინი ანტალიის ერთ-ერთ სათბურში იყვნენ დასაქმებულები. დაკავებულთაგან 48 ქალია.

 ანტალიის პოლიციამ სათბურის მეპატრონის წინააღმდე საქმე აღძრა. დაკავებული ქართველები კი სამშობლოში დააბრუნეს.