კემერონმა გაეროში რუსეთი და ჩინეთი სირიელი ბავშვების ტანჯვაში დაადანაშაულა

კემერონმა გაეროში რუსეთი და ჩინეთი სირიელი ბავშვების ტანჯვაში დაადანაშაულა

ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კიმერონმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სირიაში ბაშარ ასდის „სისხლიანი დანაშაული“ შეაჩერონ.

„სირიის მომავალი-ეს ასადის გარეშე მომავალია“,-განაცხადა კემერონმა და რუსეთი და ჩინეთი სირიელი ბავშვების ტანჯვაში დაადანაშაულა. „მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დანაშაულება შეეჩერებინათ, ზოგჯერ კი ასადის შექმნილ ტერორისტულ რეჟიმს იცავდნენ და ეხმარებოდნენ კიდეც“,-განაცხადა დევიდ კემერონმა.