„ნაციონალები“ პედაგოგებს  სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან თუ აქციაზე არ მივლენ და მოსწავლეებსაც არ მიიყვანენ

„ნაციონალები“ პედაგოგებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან თუ აქციაზე არ მივლენ და მოსწავლეებსაც არ მიიყვანენ

 "ნაციონალური მოძრაობის“ ამბროლაურის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს, ამბროლაურის მთავარ ქუჩაზე ამომრჩეველებთან შეხვედრას  მართავს. „თავისუფალი საქართველოს“ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი, გიორგი სამხარაძე From.ge-ს საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა აქციებზე შანტაჟით მოჰყავს.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ბინძური მეთოდებით და შანტაჟით ცდილობენ აქციებზე მოსახლეობის მიყვანას და ეს მაშინ, როცა სააკაშვილი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული ქვეყანა ვართ. მასწავლებლები ჩვენთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ „ნაციონალები“ მათ აშანტაჟებენ და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან თუ აქციაზე არ მოვლენ და მოსწავლეებსაც არ მიიყვანენ“,-აცხადებს გიორგი სამხარაძე.

სამხარაძის განცხადებით, ამბროლაურის აქციაზე ონის, ლენტეხის და ცაგერის მოსახლეობაც ჰყავთ მიყვანილი.