რენე სალენსი: საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი

რენე სალენსი: საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი

საფრანგეთის ელჩის რენე სალენსის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი. ელჩის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

მისი განცხადებით, როგორც სხვა ქვეყნებს შორის, ასევე, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებობს ურთიერთანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში.

ელჩის თქმით, ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა ერთად ებრძოლონ კრიმინალებს.

„ზოგიერთი ინფორმაცია როდესაც იცვლება, ხშირად ეს ეხება სიმართლის დადგენას. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი და ცნობილი. ზოგიერთი ინფორმაცია, არ არის საჭირო, საზოგადოებამ იცოდეს და მათ შორის ჟურნალისტებმაც, რა გზითაც არ უნდა მოიპოვონ ის. მასალები მხოლოდ გამოძიებისთვის არის და საიდუმლო ინფორმაციად ითვლება, ამიტომ არ უნდა გახმაურდეს", - განაცხადა რენე სალენსმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც ესაუბრა, სადაც სწორედ ამის შესახებ მოუყვა და აღნიშნა, რომ  პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს საკმაოდ გაგებით მოეკიდა.

„ბოლოს საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ლიდერი, ესაა ხალხის არჩევანი და ჩვენ გვსურს მშვიდობიანად წარიმართოს პროცესები. პარლამენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული",- განაცხადა ელჩმა.