ირაკლი ალასანია: უფრო გონიერები რომ არ არიან,  ეს ძალიან მსიამოვნებს

ირაკლი ალასანია: უფრო გონიერები რომ არ არიან, ეს ძალიან მსიამოვნებს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს სრული ფაბრიკაცია უწოდა.

ალასანიას განცხადებით, 1 ოქტომბერს  ხალხის ნება გაფორმდება.

„ეს არის სრული ფაბრიკაცია. მე მინდა, ყველამ კარგად გაიგოთ,  რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სააკაშვილი,  უგულავა,  მერაბიშვილი,  კუდ-ის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და ყველა მასალა,  რომელიც უკანონოდ ჰქონდათ შეგროვებული, დაიწყეს მათი დამონტაჟება.  მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, უფრო გონიერები რომ არ არიან  მე ეს ძალიან მსიამოვნებს. მეტსაც გეტყვით,  მათი საქმე დამთავრებულია.  1 ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება და ყველა ეს საქმე - უკანონო თვალთვალის,  უკანონო მოსმენების და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პიროვნებები, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალასანიამ.