ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება

ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება

დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები გამართა ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ბატონ ფილიპ დიმიტროვთან  და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბატონ იონას ასლაუსკასთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს, რომლებიც ქართული მედიასაშუალებებით უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება.

საუბრისას საგანგებო ყურედღება დაეთმო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ელჩებს გააცნო „დემოკრატიული მოძრაობის“ ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

გასული ორი დღის განმავლობაში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები ასევე გამართა ჩეხეთის, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან.