საპროტესტო აქციებს მილანიც უერთდება

საპროტესტო აქციებს მილანიც უერთდება

საქართველოში გამართულ საპროტესტო ტალღას მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდნენ. მათ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტები ლოზუნგებით „არ აწამო! ძირს სააკაშვილი!“ გააპროტესტეს.

ემიგრანტები დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მარტო თანამდებობიდან გადაყენება საკმარისი არ არის, დამნაშავენი უნდა დაისაჯონ და ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე.