შსს-ს  მიერ  ქურდულ ავტორიტეტად მოხსენებული ლევან რევიშვილი „ნაცმოძრაობის“ კორდინატორია

შსს-ს მიერ ქურდულ ავტორიტეტად მოხსენებული ლევან რევიშვილი „ნაცმოძრაობის“ კორდინატორია

ტელეკომანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან რევიშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში კრიმინალურ ავტორიტეტად არის მოხსენებული „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია.

„მაესტროს“ ცნობით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია რევიშვილის მეზობლებისგან მიიღეს.

მეზობლები ჟურნალისტთან პირად საუბრებში აცხადებენ, ეზოში ნებისმიერ შეკრებასა და შეხვედრებს კოორდინაციას სწორედ ლევან რევიშვილი უწევს.

მეზობლების განცხადებითვე, ის უკვე წლებია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაშია ჩართული, თუმცა მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ არამარტო ლევანი, არამედ მისი ძმაც, გიორგი რევიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია და წინასაარჩევნო საქმიანობას აქტიურად აწარმოებს.