ბიძინა ივანიშვილი: მიშა უპიპინებს, ბავშვები ერთობიან

ბიძინა ივანიშვილი: მიშა უპიპინებს, ბავშვები ერთობიან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ავტოკოლონების მოძრაობისა და სიგნალების ფონზე მიმდინარეობს.

„ნაც. მოძრაობის“ აქტივისტებს ავტომანქანებზე მიკრული აქვთ 5-იანი და ასიგნალებენ. „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები კი,  „ნაციონალებს“  „ცოცხების აქციით“ დახვდნენ.

ივანიშვილმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე თამაზაშვილი წარუდგინა.

„მიშა უპიპინებს, ბავშვები ერთობიან“, - აღნიშნა  ივანიშვილმა.

მან კომენტარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ კადრებზეც გააკეთა და  აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ კადრების ყურებით მიხეილ სააკაშვილი სიამოვნებას იღებდა“.

მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ლეიბორისტები“ ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ.