პოლ მაკარტნის თაყვანისმცემლები მალე მის ფილმ-კონცერტს იხილავენ(VIDEO)

პოლ მაკარტნის თაყვანისმცემლები მალე მის ფილმ-კონცერტს იხილავენ(VIDEO)

სერ პოლ მაკარტნი გულშემატკივრებს  ფილმ-კონცერტის სახით სიურპრიზს უმზადებს. როგორც მუსიკოსის ოფიციალური საიტი იუწყება, ფილმი სახელწოდებით,- Live Kisses მომღერლის ფანებისთვის 12 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ფილმის რეჟისორია იონას აკერლუნდი. მასში წარმოდგენილი კონცერტი,  2012 წლის 9 თებერვალს,  ლოს-ანჟელესში მაკრტნიმ ორკესტრის თანხლებით, ცოცხლად გამართა. მომღერალმა კონცერტზე მეოცე საუკუნის 13 ჯაზური კომპოზიცია, თავისივე ბოლო ალბომიდან  შეასრულა.  

 კონცერტი სტუდია Capitol Records-მა ჩაიწერა, პარალელურად კი მის პირდაპირ ტრანსლირებასაც აკეთბდა.  

 ფილმში დამატებით შეტანილი იქნება ინტერვიუები მუსიკოსათნ, მის პროდიუსერ ტომი ლი პუმასთან და მაკარტნის ბენდის წევრებთან. ფილმში შეტანილი იქნება მეექვსე ვერსია კლიპისა - „My Valentine“.  კლიპის რეჟისორი თავად პოლ მაკარტნია, ის შავ თეთრია და მთავარ როლებს ჯონი დეპი და ნატალი პორტმანი ასრულებენ.

კონცერტის „თრექლისტი“ ასე გამოიყურება: I’m Gonna Sit Right Down And Write Myself A Letter , Home (When Shadows Fall), It’s Only A Paper Moon,  The Glory Of Love, More I Cannot Wish You, We Three (My Echo, My Shadow And Me),  Ac-Cent-Tchu-Ate The Positive,  My Valentine,  Always, My Very Good Friend The Milkman,  Bye Bye Blackbird, Get Yourself Another Fool, My One And Only Love...