„მუსულმანთა უცოდველობა“- ირანის ბოიკოტი „ოსკარს“

„მუსულმანთა უცოდველობა“- ირანის ბოიკოტი „ოსკარს“

ირანი ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს პრემიას ბოიკოტს უცხადებს. მიზეზი სკანდალური ფილმი „მუსულმანთა უცოდველობა“ გახდა. ამ ანტიმუსულმანური ფილმისა და მის იგვლივ შექმნილი ვითარების გამო, ირანის ხელისუფლება„ოსკარებზე“ უარს  ოფიციალურად ამბობს.

ისლამური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მუჰამედ ჰოსეინის განმარტებით, ირანის ეს პროტესტი განპირობებულია იმით, რომ „ოსკარის“ორგანიზატორებმა სახალხოდ არ დაგმეს სკანდალური ფილმი. მან ასევე მოუწოდა სხვა მუსულმანურ ქვეყნებს მიბაძონ თეირანის მაგალითს.

როგორც აღნიშნავს Reuters , მიუხედავად ირანში არსებული ცენზურისა, ამ ქვეყნის კინემატოგრაფიული პროდუქცია ათწლეულის განმავლობაში ცნობილი და პოპულარულია მსოფლიოში და დაფასებულია კინოკრიტიკოსების მიერ. 2012 წელს, „ოსკარის“ 84-ე ცერემონიაზე ასგარ ფარჰადის ფილმი „ნადერისა და სიმინის განქორწინება“ დაჯილდოებული იქნა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.