საქართველოს ხელისუფლების მიერ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ კადრებისა და ფაქსით გადმოგზავნილ ინფორმაციის გავრცლების შემდეგ საქართველოში საფრანგეთის საელჩო ოფიციალურ განცხადებას საკუთარ ვებგვერდზეც აქვეყნებს.
From.ge საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილის, ბ-ნ ვენსან ფლორეანის განცხადება
„ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის.
საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია.
წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს.
საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს“,-ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.