ნერვებს გიშლით „მაუსი“, მაღვიძარა, ან რადიომიმღები? - რა პრობლემაა, შეგიძლიათ აიღოთ და გემრიელად მიირთვათ ის, ოღონდ შენახვის ვადას დააკვირდით, აუცილებელია ვარგისიანი იყოს.
ებრაელი დიზაინერი დები ნიცანი ფანტაზიას ნამდვილად არ უჩივის, მან გადაწყვიტა პურისა და ფუნთუშებისგან საყოფაცხოვრებო ნივთები დაემზადებინა. არჩევანი რატომღაც საათებზე, რადიომიმღებებზე, „პლეიერებზე“, „მაუსებსა“ და ჯიბის ფანრებზე შეაჩერა.
დიზაინერი ამაყობს საკუთარი ქმნილებებით და თავადვე აღნიშნავს, რომ საკვები პროდუქტებისა და მაღალი ტექნოლოგიების სინთეზი მეტად ორიგინალური გამოუვიდა. ერთადერთი რაზეც დები სწუხს, ისაა, რომ ისინი მალფუჭებადია და მათი შენახვის ვადა მხოლოდ 3 დღეა.