სტუდენტების  აქცია 15:00 საათზე დაიწყება

სტუდენტების აქცია 15:00 საათზე დაიწყება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან დღეს სტუდენტების საპროტესტო აქცია განახლდება.

აქცია თსუ-სთან 15:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მთავრობის კანცელარიის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყობა. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა და ლოზუნგი იქნება – "არ გაყალბდეს არჩევნები".

პატიმრების წამების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტთა საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

სტუდენტები ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვენ, რომლებიც მსჯავრდებულების წამებაში მონაწილეობდნენ.