რუსთავში ქართული ოცნების 5 აქტივისტი დააკავეს

რუსთავში ქართული ოცნების 5 აქტივისტი დააკავეს

რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა From.ge-ს თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით დაკავებულები არიან ძმები თორნიკე და ზაზა შენგელიები, ზაზა ზურაბიანი, დავით დარბაიძე და ლევან ონიანი. როგორც ძიძგური განმარტავს, აღნიშნული პირები გუშინ ღამით, როცა ქალაქში საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებს აკრავდნენ  საპატრულო პოლიციასთან ერთად, ზონდერების ფორმაში გადაცმული მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და აიყვანეს.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ექსცესები იყო მოსალოდნელი, ამიტომ წინასწარ გვყავდა გაფრთხილებული უწყებათაშორისი კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია. ხელისუფლება ისეთ აგონიაში, რომ პლაკატის გაკვრაზეც კი კრუნჩხვები ემართებათ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, დაკავებულები მარნეულში დაკითხვაზე გუშინ ღამით წაიყვანეს, ეხლა კი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ძიძიგური აცხადებს, რომ ორშაბათიდან კოალიციის წარმომადგენლები საარჩევნო სააგიტაციო პლაკატების გაკვრას დღისით დაიწყებენ.

„თუ აქამდე ღამით ვაკრავდით და ეს ყველასათვის მისაღები ფორმა იყო, ორშაბათიდან დღისით გამოვალთ და ღიად დავიწყებთ ამ პროცესს. ამის შესახებ კი სხვადასხვა უწყებებს და მედიასაშაუალებებს ისევ მივმართავთ“, - აღნიშნა მან.