მოკლევადიანი პაემნებით, ამ დროისათვის 1500 პატიმარი მოინახულეს

მოკლევადიანი პაემნებით, ამ დროისათვის 1500 პატიმარი მოინახულეს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მოკლევადიანი პაემნებით, ამ დროისათვის უკვე 1500 პატიმარი მოინახულეს.

მინისტრის თქმით, გლდანის N-8 საპყრობილეში სულ 3500-მდე პატიმარია და იმისათვის, რომ ყველა პატიმარი მოინახულონ, კიდევ ორი დღე არის საჭირო.

„სულ 3500-მდე პატიმარია ამ დაწესებულებაში და ვისაც სურვილი აქვს, თავის ახლობელს მოინახულებს. მე ვარ გარანტი იმისა, რომ პატიმრების უფლების სისტემურ დარღვევას ბოლო მოეღება", - განაცხადა ტუღუშმა.