ცნობილი ტენორი ალექსანდრე ხომერიკი „ქართულ ოცნებას“ უერთდება

ცნობილი ტენორი ალექსანდრე ხომერიკი „ქართულ ოცნებას“ უერთდება

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი,  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი ალექსანდრე ხომერიკი  პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს და საკუთარ სამოქალაქო პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს.

ცნობილი ქართველი ტენორის განცხადებით,  ქვეყანაში არსებული სიტუაციის მოთმენაც აღარ შეიძლება და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს.

„მაქვს უფლება ვისაუბრო ჩემი სახელით. დღეს დადგა ისეთ დღე, რომლის მოთბენაც უკვე აღარ შეიძლება. ყველაფერი შეიძლება მოითბინოს ადამიანმა, მხოლოდ არ შეიძლება მოთბენა იმის, რისი მოთბენის არავითარი უფლება,  არც ღმერთს,  არც კაცს და  არც ბერს,  არავის მოუცია ქვეყანაზე. ქვეყანა ერთი გავქვს, ულამაზესი საქართველო და რას ვაკეთებთ ჩვენ. ღმართმა გვაშოროს ასეთი ამბავი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს“, - განაცხადა ხომერიკმა.