ლევან ჩიტაძე: „ნაცმოძრაობის“ დაქვემდებარებაში მყოფი სტუდენტები დასაბნევად ალტერნატიული აქციის გამართვას აპირებენ

ლევან ჩიტაძე: „ნაცმოძრაობის“ დაქვემდებარებაში მყოფი სტუდენტები დასაბნევად ალტერნატიული აქციის გამართვას აპირებენ

ფილარმონიასთან გამართული აქციის ერთ ერთი ორგანიზატორის ლევან ჩიტიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დაქვემდებარებული თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი დაჩი გუბაძე საკუთარ აქტივთან ერთად სტუდენტების დასაბნევად ალტერნატიული აქციის გამართვას აპირებს.

ამიტომ ის ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები სტუდენტებს აფრთხილებენ, მასში არ მიიღონ მონაწილეობა.

მისი განცხადებით, ამ ე.წ. მსვლელობის მოთხოვნები იქნება ის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ციხეებში დამკვირვებლები შევიდნენ. "ეს არის სტუდენტების დაბნევის მცდელობა, თითქოს ეს ჩვენი სურვილიც არის და ამ დღეების განმავლობაში თითქოს მხოლოდ ეს მოთხოვნები გვაქვს.

„ვაფრთხილებთ სტუდენტებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რადგან ეს არის "ნაციონალურ მოძრაობას" დაქვემდებარებული პირის მიერ დაგეგმილი დამაბნეველი სვლა", - აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ის განცხადებას დღეს, 14.00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში დაგეგმილ პრესკონფერენციას გააკეთებს.