ვასილ ჭყოიძე: ახალაიას გადადგომა ლოგიკურია და საზოგადოების მოთხოვნას ეხმიანება

ვასილ ჭყოიძე: ახალაიას გადადგომა ლოგიკურია და საზოგადოების მოთხოვნას ეხმიანება

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოიძის შეფასებით, უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  მან პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, ლოგიკურია და საზოგადოების მოთხოვნას ეხმიანება.

„ბაჩო ახალაია ასოცირდება იმ სისტემის შექმნით, რომელმაც ასეთ კრიზისამდე მიგვიყვანა და ჩვენი საზოგადოება  ასეთი შემზარავი მოვლენების მომსწრე გახდა. ვფიქრობ,  რომ ლოგიკური იყო მისი გადადგომა იმიტომ რომ, პენიტენციალურ სისტემაში ასეთი სიტუაციის შექმნის პასუხსიმგებლობა  სხვებთან ერთად მასზეც არის“, - განაცხადა ჭყოიძემ.