„იძებნება  ბაჩო“  - გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიამ საქართველო დატოვა

„იძებნება ბაჩო“ - გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიამ საქართველო დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სტუდენტური მოძრაობა „ივერიელების“ წევრებმაც  გაავრცელეს.

ისინი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და დოლიძის ქუჩაზე,  ბაჩო ახალაიას სახლთან მსვლელობას აპირებენ,  თუმცა, როგორც აქციის ორგანიზატორი, ლევან კოჭლაშვილი აცხადებს,  მათ გაიგეს, რომ ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა.

გაერთიანების წევრები საპროტესტო აქციას ლოზუნგით - „იძებნება ბაჩო“ საბურთალოს პოლიციის შენობასთან გამართავენ.

სტუდენტები სირცხვილის დერეფანის გაკეთებას და პოლიციაში განცხადების შეტანას გეგმავენ, რომელშიც ისინი ბაჩო ახალაიას მოძებნაში დახმარებას პოლიციის თანამშრომლებს სთხოვენ.