ქეთრინ ეშტონი:  აღშფოთებული ვარ იმ შემაძრწუნებელი კადრებით, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აწამებენ პატიმრებს

ქეთრინ ეშტონი: აღშფოთებული ვარ იმ შემაძრწუნებელი კადრებით, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აწამებენ პატიმრებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონი მიიჩნევს, რომ პატიმრების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავეების სათანადოდ დასჯა. ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა შეშფოთება გამოხატა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს, ყოველი ღონე ეხმარა რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორებულიყო.

„აღშფოთებული ვარ იმ შემაძრწუნებელი კადრებით, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აწამებენ პატიმრებს გლდანის ციხეში. ყვველა ქვეყანა ვალდებულია ნებისმიერი დათქმის გარეშე აღკვეთოს წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი მცდელობა“, - განაცხადა ეშტონმა და აღნიშნა, რომ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს.