ირაკლი ალასანია: ყველა უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე

ირაკლი ალასანია: ყველა უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე

კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, შს მინისტრობიდან ბაჩო ახალიას გადადგომა არ არის საკმარი. მისი თქმით, აუცილებელია ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და აღნიშ ა, რომ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას ვეღარ მოატყუებს.

"როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იძახდა, რომ ბაჩო ახალაია არის რეფორმატორი, ყველაზე კარგი და ეფექტური მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ბაჩო ახალაია სადისტი და დამნაშავეა. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტიც სადისტი და დამნაშავეა და მანაც უნდა აგოს პასუხი. გადადგომა არაფერს ნიშნავს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ზურა ადეიშვილი, რომლის უწყებაც ზედამხედველია იმაზე, თუ როგორ სრულდება კანონი, და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან მას ეკისრება ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ყველა უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, შს მინისტრი ბაჩო ახალია თანამდებობიდან გუშინ გადადგა.