შინაგან საქმეთა მინისტრად ეკა ზღულაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრად ეკა ზღულაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრად მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ”რუსთავი2”-მა გაავრცელა. რამდენიმე წუთის წინ ზღულაძემ მათი ეთერის საშუალებით, შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე და როლზე ისაუბრა. ამასთანავე, დღესვე მის დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გააკეთა.
მისი თქმით, თავად უზრუნველყოფს, რომ პოლიცია გიორგი ტუღუშს ციხეში სისასტიკის აღმოფხვრაში დაეხმაროს.

”ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ, უზრუნველვყოფთ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს ბატონ გიორგი ტუღუშის პენიტენციარული სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის ციხეში აღმოფხვრაშიც. იყო დრო, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სახელმწიფოში ისეთივე დახურული იყო, როგორც ეს ციხე. ეს დრო დამთავდა და უკან აღარასდროს დავაბრუნდებით. საქართველოში ძალადობისთვის ადგილი არ არის და სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მშობლები და შვილები იყვნენ დაცული, მათ შორის არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობას შეეძლება უსაფრთხო გარემოში გააკეთოს არჩევანი. სამინისტრო ამის გარანტორი იქნება", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.