ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა. ამასთან დაკავშირებით მან რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს გადადგმოს შესახებ პრეზიდენტს მიმართოს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
”მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით." - აღნიშნავს ბაჩო ახალაია.