პატიმრების მშობლები საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ

პატიმრების მშობლები საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ

გლდანის ციხესთან შეკრებილმა პატიმრების მშობლებმა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ისინი პეტიციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანენ.

მე-8 საპყრობილესთან ამ დროისთვის სიმშვიდეა.ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები მოინახულა. მისი განცხადებით, მან მოახერხა რამდენიმე პატიმართან გასაუბრება და აღნიშნა მათზე ძალადობის ფაქტები არ განხორციელებულა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით კი მან მოინახულა მისი შვილი და თამაზ თამაზაშვილი, და აღნიშნა, რომ მათ ცემის კვალი არ ეტყობოდათ.