ირაკლი ალასანია: სერგო თეთრაძის მკვლელობა ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ჩაიდინეს

ირაკლი ალასანია: სერგო თეთრაძის მკვლელობა ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ჩაიდინეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი,  ირაკლი ალასანია სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ალასანიას განცხადებით,  სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს.

„კიდევ ერთი ფაქტი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელზეც მე პირადად და ჩემმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ერთი წლის წინ გააკეთა განცხადება. საქმე ეხება სერგო თეთრაძის მკვლელობას, რომელიც ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ჩაიდინეს. მინდა განვაცხადო, რომ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას თანამდებობებიდან გადაყენებას და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. ასევე, მინდა მივმართო სერგო თეთრაძის ოჯახს, მის შვილს დათო თეთრაძეს, რომ მთელი ქართული საზოგადოება დღეს მათ გვერდით დგას. ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ამ საშინელი დანაშაულის არცერთი მონაწილე არ დარჩება დაუსჯელი და ყველა პასუხს აგებს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში