ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის პატივსაცემად ცოცხების ძეგლი დადგეს

ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის პატივსაცემად ცოცხების ძეგლი დადგეს

ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ცოცხებით ძეგლი დადგეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, ეს მიხეილ სააკაშვილის ძეგლია. 

„ჩვენ აქ დავდგით მიხეილ სააკაშვილის ძეგლი, რომელიც მას მისივე პრეზიდენტობის დროს ავუგეთ. ეს ძეგლი აქ იქნება მისი სახელის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა ცაგურიამ.

აქციის ორგანიზატორებმა ე.წ თაბახის ფურცლებზე წარწერები „დაიცავი ღირსება“,  „დაიცავი პატიმრის უფლება“,  „თქვენი დემოკრატია გვტკივა“  გააკეთეს.

აქციის ორგანიზატორები მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.