როლანდ  ახალაიას  საარჩევნო შტაბის უფროსი და 3 კოორდინატორი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ

როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის უფროსი და 3 კოორდინატორი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, როლანდ ახალაიას სოფელ კოკის საარჩევნო შტაბის უფროსი რამაზ შენგელია
„ქართული ოცნების" მხარეს გადავიდა. კოალიციას შეუერთდა ასევე შტაბის 3 კოორდინატორიც.

რამაზ შენგელია აცხადებს, რომ მან და შტაბის კოორდინატორებმა - ნუკრი ნარმანიამ, სიმონ და ალიკა ბენდელიანებმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ტელევიზიით პატიმართა წამებისა და ღირსების შემლახველი კადრები იხილეს.

„ამ ფაქტების გამო არანაირი მორალური სურვილი არ მაქვს დავრჩე აქ, როცა ჩვენს დებს და ძმებს აწამებენ. ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ საქართველოში ასეთი ქმედებები არ უნდა ხდებოდეს",-განაცხადა რამაზ შენგელიამ და აღნიშნა, რომ მისივე მმართველი პარტიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ.

რამაზ შენგელიამ და დანარჩენმა პირებმა ვიდეოკამერების წინ, დემონსტრაციულად "ქართული ოცნების" ლოგოტიპიანი ლურჯი მაისურები ჩაიცვეს.