სტუდენტთა საპროტესტო აქცია ორი მიმართულებით მიმდინარეობს

სტუდენტთა საპროტესტო აქცია ორი მიმართულებით მიმდინარეობს

სტუდენტთა საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას ორი მიმართულებით მართავენ.

სტუდენტთა  ნაწილი, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ  გაემართა,  ხოლო მეორე ნაწილი  - მთავარი პროკურატურისკენ.

აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, ტრანსპორტის სავალი გზა გადაკეტილია.

სტუდენტები უკვე  პრეზიდენტის რეზიდენციასთან  იმყოფებიან. ისინი ახალაიას გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

„გადადგეს შს მინისტრი ბაჩო ახალაია და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტს მიიღებენ. ასევე არ კმარა სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენება, საჭიროა მისი დასჯა“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა ლაშა ექიზაშვილმა.