ჟან კლოდ მინიონი:  ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოში აუტანელ სიმხეცეს  ჰქონდა ადგილი

ჟან კლოდ მინიონი: ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოში აუტანელ სიმხეცეს ჰქონდა ადგილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი  საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებეში პატიმართა წამებისა და პატივის შემლახველი ფაქტების გამო საგანგებო განცხადება ავრცელებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი შეძრწუნებულია ციხებში მსჯავრდებულების წამების ამსახველი ვიდეომასალის ნახვით.

ჟან კლოდ მინიონის განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ამ აუტანელ სიმხეცეს ადგილი ქონდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ დამნაშავეების დასჯის თაობაზე. ვიმედოვნებ, რომ ყველა დონეზე, იმ ადამიანს, ვისაც შესაძლო შეხება ჰქონდა ამ სასტიკ საქმესთან შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", - აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი  მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ევროპის შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციები, რათა შემდგომშიც ასეთი ვითარება არ განმეორდეს.