გიორგი ბარამიძე: ამ შეცდომებს ჩვენ თვალებში ვუყურებთ

გიორგი ბარამიძე: ამ შეცდომებს ჩვენ თვალებში ვუყურებთ

"ნაციონალური მოძრაობის“  ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ ბათუმში სპორტსკოლა „ბასკოში“ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ძალიან სერიოზული ძალები უპირისპირდებიან.

მან წინასაარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ადამიანი იყოს დასაქმებული.

„არ ვართ სირაქლენას პოზაში. კარგიც და ცუდიც ჩვენი პასუხიმგებლობაა. ჩვენ თვალებში ვუყურებთ ამ შეცდომებს,  ეს მორიგი გამოწვევაა ჩვენთვის და ერთად დგომით და შრომით გამოვასწოროთ. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და ყველა ადამიანის უფლება არის დაცული“, - განაცხადა   ბარამიძემ.

ბათუმის „ბასკოს“ სპორტსკოლაში შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ბათუმიის მერიის თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოს წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.