პიცერიის მფლობელმა ამერიკის პრეზიდენტი ხელში აიტაცა(VIDEO)

პიცერიის მფლობელმა ამერიკის პრეზიდენტი ხელში აიტაცა(VIDEO)

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანიაში აქტიურადაა ჩაბმული. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა ის ფლორიდაში სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და იქვე მდებარე პიცერია "Big Apple Pizza"-შიც შევიდა.

ქვეყნის პირველი პირის სტუმრობამ ბარის მეპატრონე ზედმეტად გაახარა. მეგობრული მისალმების შემდეგ სკოტ ვან დუზერმა პრეზიდენტი ჯერ გულში ჩაიკრა, ხოლო შემდეგ ხელში აიტაცა.