ხარატიშვილმა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ხარატიშვილმა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.

როგორც ხარატშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხდა, მათ საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

„ჩვენ დელეგაციას გავაცანით პროცესი, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღისთვის, რა პრობლემები არსებობს, რა მიღწევები გვაქვს. გავეცით პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დაისვა. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების ორგანიზებასთან, შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მათ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს“,  - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან, საქართველოს გუშინ ეწვია.