რუსთავში სახალხო მსვლელობა მოეწყო

რუსთავში სახალხო მსვლელობა მოეწყო

დღეს, რუსთავში კოალიცია ქართული ოცნების „სახალხო სეირნობა" მოეწყო, რომელსაც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, რუსთავში გამართულ შეხვედრებზე მათ სახელისუფლებო ტელევიზიები დაყვებიან, მერე კი შეხვედრაზე გასულ მოქალაქეებს ურეკავენ ემუქრებიან და აშინებენ. ძიძიგურის განმარტებით მსვლელობის მიზანიც სწორედ საზოგადოების მსგავსი ზეწოლებისგან გათავისუფლებაა.

„ასე ზეწოლების შესაძლებლობები ნაკლებია და საზოგადოების განწყობებსაც ვხედავ. ჩემი საარჩევნო პროგრამა ასეთ მსვლელობებად გადაიქცა. რა დროს სოფლის მეურნეობაა და რა დროს ჯანდაცვის დაზღვევაა, როდესაც არის ფსიქოლოგიური ტერორი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

 მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირველ ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ  თავიანთი გულწრფელი პოზიცია.მანამდე კი აუცილებელი არ არის, გაანდონ ვინმეს, თუ ვისი მხარდამჭერები არიან.