არჩევნებში  „ნაცმოძრაობა“ უმრავლესობით თუ  გაიმარჯვებს, მოროშკინა  ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ უმრავლესობით თუ გაიმარჯვებს, მოროშკინა ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ მის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას უკავშირებს. როგორც მოროშკინამ „ინტერპრესნიუსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

მისი განმარტებით,  ჟურნალისტური გამოძიების მიზნით,  როლანდ ახალაიას კომენტარის მოსაპოვებლად ზუგდიდში ჩავიდა, სადაც გაურკვეველი პირები დაყვებოდნენ;  ზუგდიდის შტაბში კი, როგორც მოროშკინმა აღნიშნა, მხარდაჭერა  „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. საკუთარი მხარდაჭერა გადაცემა „შალვა რამიშვილის დილაშიც“ დააფიქსირა,  რის გამოც, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„სასწავლო წლის დაწყების წინ, უნივერსიტეტში გამოვცხადდი, სადაც რექტორმა გია კავთუაშვილმა, მითხრა, რომ ის, როგორც ბიზნესმენი შევიწროებული იყო და ჩემს გამო, მისი ბიზნესი საფრთხეში იმყოფებოდა. ხელფასს შემინარჩუნებდნენ თუ ვიქნებოდი ჩუმად და არ ვიხმაურებდი. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა მოროშკინამ.

მისი თქმით, მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი წიგნის „გისოსებს მიღმა საქართველოა“ ავტორობა იყო.

მოროშკინას განცხადებით, ყველა სასწავლებელში სოდ-ისა და კუდ-ის წარმომადგენლები სხედან და სავარაუდოდ, მათგან მიიღო რექტორმა მითითება მოროშკინას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.