სტალონესა და შვარცენეგერის დუეტი კინოში გრძელდება

სტალონესა და შვარცენეგერის დუეტი კინოში გრძელდება

სტუდია „Lionsgate“ აკეთებს განცხადებას, ახალი ფილმის ოფიციალური პრემიერის შესახებ, რომელიც 2013 წლის 27 სექტემბერს გაიმართება. ფილმის სახელწოდებაა "The Tomb", მისი რეჟისორია შვედი მიქაელ ჰოფსტრემი, რომელიც ადრე მუშაობდა კინოფილმზე „1408“. ფილმში მთავარ როლებს სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი ასრულებენ.

სტალონე ფილმის მთავარი გმირი,- უსაფრთხოების დარსი სპეციალისტი რეი ბრესლინი, რომელიც ციხეში უკაონოდაა გამოკეტილი. შვარცენეგერი კი არის მისი პარტნიორიმ, კიდევ ერთი პატიმარი, რომელთან ერთადაც ბრესლინი ციხიდან გაქცევას აპირებს.

გარდა ამ ორი მსახიობისა, ფილმში მონაწილეობენ, ემი რაიანი, დემ ნილი და ვინი ჯონსი.

2012 წლის აგვისტოში, გამოვიდა ფილმი "The Expendables 2", რომელშიც შვარცენეგერი და სტალონ ერთად თამაშობდნენ. ფილმი კომერციულად მომგებიანი არმოჩნდა რადგან ერთ თვეში 117 მილიონი დოლარი მოიპოვა, მისი საერთო ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარს შეადგენდა.