„ქართული ოცნება“  აშშ-ს საელჩოსთან 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს  მიაგებს

„ქართული ოცნება“ აშშ-ს საელჩოსთან 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს

ქართული ოცნება  აშშ-ს საელჩოსთან 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს

  საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ახალგაზრდული ორგანიზაცია, დღეს, საქართველოში  აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შოთა ხაბარელის განცხადებით, ორგანიზაციის წევრები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ შეერთებულ შტატებში მომხდარ ტრაგედიას და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კრწანისის შტაბის აქტივის ავტოკოლონა აშშ-ს საელჩოსკენ უკვე გაემართა. 

 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.

მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.