ამერიკელმა ქალბატონმა ძველმანებში რენუარის ნახატი 6 დოლარად შეიძინა

ამერიკელმა ქალბატონმა ძველმანებში რენუარის ნახატი 6 დოლარად შეიძინა

 ამერიკელმა ქალბატონმა, საკვირაო  ბაზარზე ცნობილი მხატვრის პიერ ოგიუსტ რენუარის ნახატი, პლასტმასის  სათამაშო ძროხასთან ერთად, სულ რაღაც 6 დოლარად შეიძინა.  იღბლიანი მყიდველის თქმით, მან ნახატი მხოლოდ ჩარჩოს ხათრით იყიდა და სინამდვილეში მის გადაგდებას აპირებდა. 

მოგვიანებით, ქალმა გადაწყვიტა უვარგისი ნივთები გაეყიდა, დედამისის რჩევით, ნახატი შემფასებელთან, აუქციონის სახლ Potomack Company-ში მიიტანა, სადაც უთხრეს, რომ ეს სურათი რენუარის „პეიზაჟი სენას სანაპიროზე“ იყო, რომელიც ავტორმა 1879 წელს შექმნა. Potomack Company-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ნახატი მართლა რენუარს ეკუთვნის, ეს  სპეციალური კვლების შედეგებმაც აჩვენეს და ნახატის უკან აღმოჩენილმა წარწერამაც (ნახატის სახელწოდება), რომელიც ავტორის მიერაა გაკეთებული. რენუარის ეს ნამუშევარი 1926 წელს პარიზის გალერეაში შეიძინეს, მოგვიანებით კი ის მერილენდში კერძო კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა. შემდეგ კი, როგორ მოხვდა ის ძველმანების ბაზრობაზე უცნობია. „როდესაც დავინახე ფერწერა, მაშინვე მივხვდი, რომ რენუარის ხელწერა იყო, ეჭვი არ შემპარვია, თუმცა ექსპერტთა შეფასება მაინც საინტერესო იყო. მათ ჩემი აზრი დაადასტურეს. ეს ნამუშევარი რენუარის შემოქმედებით კატალოგშიცაა შეტანილი.  სურათი 29 სექტემბრის აუქციონზე იქნება გატანილი ის 1 00 000 დოლარადაა შეფასებული“-აცხადებს აუქციონის სახვითი დეპარტამენტის უფროსი ენი კრეინერი.

იღბლიანი მფლობელი რენუარის ამ შესანიშნავი ნამუშევრის თავისთვის დატოვების ვერსიას არც განიხილავს, როგორც ის აცხადებს, ნახატს აუცილებლად გაყიდის, რომ პარიზში, დედასთან ერთად იმოგზაუროს, სადაც პირველ რიგში, ლუვრის ლეგენდარულ მუზეუმს ეწვევა.

პიერ ოგიუსტ რენუარი არის ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის განმავლობაში, რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტადაა შეფასებული.