„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აბაშაში საინფორმაციო აქცია გამართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აბაშაში საინფორმაციო აქცია გამართა

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აბაშის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აბაშაში საინფორმაციო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში მათ  რაიონის სხვადასხვა  სოფლებში საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს.  სოფელ მარანში, გაუწყინარსა და პირველ მაისში ახალგაზრდებმა ადგილობრივებს აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი საბულუას ბუკლეტები დაურიგეს.

დღესვე მათ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.