ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალ თავმჯდომარეს ერთი კვირაა ეძებენ

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალ თავმჯდომარეს ერთი კვირაა ეძებენ

ჩინეთის საზოგადოება შეშფოთებულია ქვეყნის ხელმძღვანელის თანაშემწის ცი ცძინპინის გაუჩინარების გამო. როგორც BBC იტყობინება, ცძინპინი ერთი კვირაა ტელევიზიით არ გამოჩენილა.

ცი ცძინპინმა შეხვედრები გადადო დანიის პრემიერმინისტრთან, ჩინური მედია კი საუბრობს იმაზე, რომ ეს უკვე მეოთხე ოფიციალური სამთავრობო შეხვედრის გადადებაა.ცძინპინი აგრეთვე არ გამოჩენილა ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეკრებაზე, სადაც ის წესით პარტიის ახალ თავმჯდომარედ უნდა აერჩიათ.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს იმას მოწმობს, რომ ჩინეთის არსებული ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად, მიუხედავად წინასწარი განცხადებისა, გზა მისცეს ახალ პიროვნებებს სახელისუფლო თანამდებობებზე.