პაკისტანელები ამერიკელებს ვერ იტანენ

პაკისტანელები ამერიკელებს ვერ იტანენ

Fox News-ის ინფორმაციით, „ალ-ქაიდას“ გარდაცვლილი ბელადის ბინ ლადენის პირადი ექიმის შაკილ აფრიდის განცხადებით, რომელსაც 33 წელი მიუსაჯა პაკისტანის სასამართლომ, პაკისტანის დაზვერვა ამერიკას უსასტიკეს მტრად მიიჩნევს.

აფრიდის განცხადებით, მას პაკისტანის სასამართლომ განუცხადა, რომ იგი „ქვეყნის მთავარი მტრის, უფრო საშიშის, ვიდრე ინდიელების“ დამხმარე გახლდათ და სწორედ ამიტომ მიესაჯა მას ამდენი წლით თავისუფლების აღკვეთა.