მიხეილ სააკაშვილს ოთხი ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

მიხეილ სააკაშვილს ოთხი ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოთხი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა პლამენ ლუბომიროვ ბონჩევმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა პრიიტ ტურკისმა და ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გადასცეს.

სიგელების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.