ზურაბ აბაშიძე:  რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, როგორც დანაკარგი დიდი არაა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, როგორც დანაკარგი დიდი არაა

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ფაქტი, რომ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები,  1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მოულოდნელი არ ყოფილა.

აბაშიძის თქმით, რუსეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს,  თუმცა  ამათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. შესაბამისად, აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, როგორც დანაკარგი დიდი ციფრი არაა.

„ჩვენი თანამოქალაქეების, რაღაც რაოდენობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მაგრამ ისინი ამის აფიშირებას არ ცდილობენ.  2003 წელს, როცა არჩევნები ჩატარდა და მაშინ რუსეთში ჩვენი საელჩოც იყო, დაახლოებით ორმოცდაათი ათასი ამომრჩეველი მოვიდა. მას შემდეგ, ეს ციფრი შეიცვლებოდა. ალბათ, ისინიც თავიანთი თავის ლეგალიზებას  შეეცდებოდნენ, ხოლო ვინც არალეგალურადაა ისინი, არც ცდილობენ გამოჩნდნენ, რადგან თავიანთი პრობლემები აქვთ.  ასე რომ,  საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ ეს დანაკარგი ძალიან დიდი ციფრია, თუმცა, რა თქმა უნდა, რა რაოდენობაც არ უნდა იყოს, კარგი იქნებოდა არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ. ახლა რუსეთში ჩვენ შვეიცარია წარმოგვადგენს. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია შეიცარიის საელჩომ ასეთი რაღაც თავის თავზე აიღოს. ამიტომ ისმის კითხვა, ვინ ჩაატარებს იქ არჩევნებს, ვინაა ამ არჩევნების ჩამტარებელი?!“ - განაცხადა აბაშიძემ.