„ახალი მემარჯვენეები“ პატრიარქის მოწოდებას იღებენ

„ახალი მემარჯვენეები“ პატრიარქის მოწოდებას იღებენ

„ახალი მემარჯვენეები“  პატრიარქის მოწოდებას იღებენ და ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრებიან. აღნიშნულის შესახებ, პარტიის  ლიდერმა,  დავით გამყრელიძემ განაცხადა. „პატრიარქის მოწოდებას,  რა თქმა უნდა,  ვიღებთ და დიდ პატივად მიგვაჩნია საზეიმო წირვაზე დასწრება. რესტავრირებული ბაგრატის ტაძრის გახსნა ისედაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის.

რაც შეეხება მოწოდებას მშვიდობისკენ, ვთვლით, რომ დროული მოწოდებაა. ამ, სახიფათოდ დაძაბული ურთიერთდაპირისპირების ფონზე, უნდა იყოს ადგილი, სადაც მხარეები მშვიდად ერთად დგომას შეძლებენ. დღეს ქვეყანას ამ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება ესაჭიროება და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამას ხელს შეუწყობს, ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა  გამყრელიძემ.