სოზარ სუბარმა წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით,  უწყებათაშორის კომისიას  მიმართა

სოზარ სუბარმა წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, უწყებათაშორის კომისიას მიმართა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

სუბარის განცხადებით, წინასაარჩევნო დარღვევები საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად გრძელდება.

„არის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. კერძოდ, პოლიტიკური ნიშნით „ხრამი ჰესიდან“ „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი გაათავისუფლეს. არის ასევე „ქართული ოცნების“  მხარდამჭერებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები. კერძოდ, გუშინ, თელავში, კოალიციის მხარდამჭერი პანკისელი ქისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ეს არის ფაქტები, რომლებსაც სწრაფი რეაგირება სჭირდება და ვითხოვთ ამ რეაგირებას“, - განაცხადა  სოზარ სუბარმა.