„თავისუფალი საქართველო“ ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება

„თავისუფალი საქართველო“ ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იღებს პატრიარქის კურთხევას და პარტიის ხელმძღვანელობა მომავალ კვირას ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, საკვირო ქადაგებისას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლება, ოპოზიცია და მხედრობა 16 სექტემბერს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მიიწვია.