ალექსანდრე შალამბერიძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

ალექსანდრე შალამბერიძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„თავისუფალი საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა.

შალამბერიძემ შეხვედრაზე პარტიის პროგრამასა და მიზნებზე ისაუბრა. მან ყურადღება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი გზაა ქართული ეკონომიკის გადასარჩენად. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ოფიციალური სტატისტიკაც გააცნო, რომლის მიხედვით, რუსული ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტი ¾-ით შემცირდა.

 ალექსანდრე შალამბერიძემ წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, რასაც „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება და მოახდენს უმწვავესი საპროტესტო აქციების ორგანიზებას მანამ, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს არჩევნების რეალურ შედეგებს.