რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი დაქორწინდნენ

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი დაქორწინდნენ

 რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი დაქორწინდნენ, როგორც ჟურნალი People იუწყება მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე გუშინ, 9 სექტემბერს მიეცა. ქორწინების ცერემონიალი სამხრეთ კაროლინაში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ბლეიკის მეგობარი, მომღერალი ფლორენს უელჩი, რომელმაც ახალდაქორწინებულებისათვის რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.

35 წლის რაიანი ადრე უკვე იყო დაქორწინებული სკარლეტ იოჰანსონზე. 25 წლის ბლეიკის შეყვარებულებს შორის კი იყვნენ ლეონარდო დი კაპრიო და პენ ბეჯლი. წყვილმა ერთმანეთი ფილმ „მწვანე ლამპარის“ გადაღებებზე გაიცნო.

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად წყვილის წარმომადგენლები ამ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.