„თავისუფალი საქართველოს“დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ არბოშიკსა და ზემო მაჩხაანში შეხვედრები გამართა

„თავისუფალი საქართველოს“დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ არბოშიკსა და ზემო მაჩხაანში შეხვედრები გამართა

პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს შტაბის ორგანიზებით, სოფლებში ზემო მაჩხაანსა და  არბოშიკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამილა გურაშვილი მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრისას კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის პროგრამა გააცნო და ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

გარდა ამისა, დედოფლისწყაროს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაიონში არსებულ მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციას გაეცნო. დედოფლისწყარო საქართველოში პურის ბეღლად იყო წოდებული. ნაციონალურმა ხელისუფლებამ კი გააკეთა ის, რომ გლეხი დატოვა მიწის გარეშე. მუნიციპალიტეტის მიწები უცხოელების ხელშია. 

„თავისუფალი საქართველოს“ პროგრამის 9 პუნქტიდან მიწის ნაციონალიზაცია არის ერთ-ერთი. ეს პროგრამა მიწის, საძოვრებისა და ტყის გლეხებისთვის დაუბრუნებას ითვალისწინებს.

„თუ სოფელი ძლიერი იქნება - ძლიერი იქნება ქალაქიც და შესაბამისად ქვეყანაც“,- განაცხადა თამილა გურაშვილმა. 

გურაშვილმა დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას პარტიის პროგრამის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი გააცნო, რომელიც ქართული სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ითვალისწინებს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონისთვის - „თუ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება, ყურძნის ფასიც მაღალი იქნება და მეტი ადამიანი დასაქმდება“ . 

პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი გეგმავს, მსგავსი შეხვედრები გამართოს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.