ქართველ მეთევზეთა აქცია ქობულეთში

ქართველ მეთევზეთა აქცია ქობულეთში

ქობულეთში დღეს  მეთევზე-მეზღვაურებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს.  მეთევზეთა განცხადებით, 2005 წლიდან შავ ზღვაზე ქართველი მეთევზეებისათვის დაკეტილი ზონები დაწესდა და თევზაობა მხოლოდ სანაპიროდან 200 მეტრამდეა ნებადართული, დანარჩენზე კი თურქების სეინერები, ეგრეთ წოდებული „ტრალები,“ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე აწარმოებენ თევზის რეწვას.  მსგავსი მოქმედება ზღვაში ყველა სახეობის თევზს საფრთხეს უქმნის.  

მეთევზეთა განცხადებით, თევზის ჭერის ლიცენზიას თურქებს უპრობლემოდ აძლევენ, მაშინ როცა ქართველ მეთევზეებს „ზღვაში არ აჭაჭანებენ“, სანაპირო დაცვა კი ქართველ მეზღვაურებს უსამართლოდ აჯარიმებს. 

„ჩვენ მეთევზეები დღეს მიუხედველები ვართ. გვინდა, ვინც მოვა თუ ვინც დარჩება, მათ ეს გაითვალისწონონ. ჩვენ ჩვენი ელემენატრული მოთხოვნების დაკმაყოფიელბას ვითხოვთ-მოხდეს მინიპორტებისა და ბალაგნების გაკეთება, კარგი იქნება თუ მოგვცემენ თევზის ჭერის არა 200 მეტრზე, არამედ 300 მეტრზე ჭერის საშუალებას. აღარ დაგავაჯარიმებენ უსამართლოდ, კატერი ქარმა ერთი მეტრიტაც რომ გადაწიოს, სანაპირო დაცვა 500 ლარით გვაჯარიმებენ. უნდა მოიხსნას აგრეთვე ‘;ტრალები“, რადგან ეს ტევზის გადაშენებას გამოიწვევს“,-აცხადებენ მეთევზეები.